Saturday, November 10, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახალწოდება: ქართული სიმღერების რეიტინგი                     „ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სამი ქართული სიმღერა“                            
1.პროექტის მთავარი იდეა (თემა) :მოსწავლეებმა გამოკითხვის საფუძველზე უნდა დაადგინონ რომელი ქართული სიმღერაა ყველაზე რეიტინგული.
2.პროექტის აქტუალობა: რა სახის მუსიკას უსმენენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები და რამდენად პოპულარულია ქართული სიმღერები საზოგადოებაში.
3.პროექტის მიზნები: მოსწავლეები ჩაატარებენ სხავადასხვა ასაკის ადამიანებში (თანაკლასელებში, ოჯახის წევრებში, მეზობლებში) გამოკითხვას თითოეულმა მოსწავლემ უნდა გამოკითხოს ათი ადამიანი. ინდივიდუალური კითხვარის შევსების შემდეგ მოსწავლეები გააანალიზებენ კითხვის შედეგებს, დააჯგუფებენ და დაახარისხებენ მიღებულ ინფორმაციას.
4.მოსწავლეთა ასაკი: X, XI, XII კლასები.
5.პროექტის ხანგრძლივობა: 15 დღე.
6.საჭირო რესურსები: კითხვარების ქსერვასლები, გამოსაკითხი რესპოდენტები, ინტერნეტი.
7.აქტივობის აღწერა: კლასი იყოფა ორ-სამ ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა უნდა იმუშაოს თემაზე „ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სამი ქართული სიმღერა“. მოსწავლეებმა თავიანთი ქმედებები უნდა განახორციელონ ეტაპობრივად. პირველ-მეხუთე-მეექვსე ეტაპზე ისინი მუშაობენ ჯგუფურად, მეორე-მესამე-მეოთხე ეტაპებზე ინდივიდუალურად.
1.კითხვარის მომზადება.
2.გამოკითხვის ჩატარება მომზადებული კითხვარის საფუძველზე.
3.გამოკითხვის შედეგების გაანალიზება და შეჯამება
4.დასკვნითი ტექსტის დაწერა
5.ერთობლივი დასკვნითი ტექსტის დაწერა ინდივიდუალური დასკვნითი ტექსტის საფუძველზე
6.კვლევითი პროექტის შედეგების პრეზენტაცია
7.თვით შეფასების ბარათების შევსება მოსწავლეების მიერ.
8.ჯგუფის მუშაობის კონტროლი და მათთვის კონსულტაციების გაწევა მასწავლებლის მიერ
9.სხვა საგნებთან მიმართება: მათემატიკა(მონაცემების დახარისხების და გაანალიზების დროს მოსწავლეები იყენებენ მათემატიკაში მიღებულ ცოდნას კერძოდ კი პროცენტის გამოთვლას)
10.პროექტის ხელმძღვანელი(პედაგოგი) მ.ჩილაშვილი
11.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:   MAIACHILASHVILI@GMAIL.COM